12:48 - 03 Mar, 2021
2021-02-23 15:16:33, 321 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციას არა ე.წ პოლიტიკოსების ციხეში, არამედ დამნაშავეების პოლიტიკაში ყოფნა განაპირობებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

„დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტიორებისგან მთელი რიგი განცხადებები ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს, თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედაც სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.

პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არა თუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
ნიკა მელიას დაკავების შეფასებები - ექსპრესნიუსი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics