09:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 14:23:46, 941 ნახვა

სამართალი
შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.

სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს.

შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ისვრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადეს შსს-ში.









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics