12:57 - 03 Mar, 2021
2021-02-23 12:43:28, 304 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან, ყველა ლიდერთან - ეს იქნება მძიმე ბრძოლა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, რომლის ამოცანაა ერის დახსნა საღარიბისა და მონობის უღელისგან.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთა, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურებისა და სიღატაკის მძიმე ხვედრს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა,  რომლის ამოცანაა საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბის და მონობის უღელისგან, რომელშიც ის შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა საქართველოსთვის, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო და რომელმაც შეძლო ბრძოლის გაგრძელება, მიუხედავად ამდენწლიანი რეპრესიებისა. ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურებისა და სიღატაკის ამ მძიმე ხვედრისგან, ისინი ამას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ბრძოლის ყველანაირი მეთოდის გამოყენება, საკუთარი თავის დაცვა და მძიმე ბრძოლა, რომელიც ახლაა საქართველოში, აუცილებლად მივა გამარჯვებამდე.

„მათი გეგმაა, რომ არავინ შეუშალოს ხელი სასახლეების მშენებლობაში და ტკბობაში, ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს, ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის თავდაცვა, უნდა ვისწავლოთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი და აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ეს ასეც იქნება, მაგრამ ეს იქნებას მძიმე ბრძოლა, რომელიც მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გათვალისწინებას, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი“, - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
ნიკა მელიას დაკავების შეფასებები - ექსპრესნიუსი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics