02:42 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 16:28:11, 512 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია დაგეგმილი აქციის გადადებას ხელისუფლებასთან კომპრომისად ყიდის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას კომპრომისად ყიდის.

როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდიდან არსად წასულა.

„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, ყველა საკითხზე კონკრეტული პასუხები და კონკრეტული ნაბიჯები გავეცით. ბოლოს ისიც კი ვთქვით, რომ მოვდივართ რიგგარეშე არჩევნებზე თუ 1%-იან გადახრას მაინც ნახავთ. ესეც არ უნდათ. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასულა მოლაპარაკებების მაგიდიდან, იქ ვართ ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც. ახლა არის ჯერი ოპოზიციაზე და კომპრომისად იმას კი ნუ გაყიდიან, რაც არ ქონდათ ხელში. არ აქვს მნიშვნელობა 10 ათასი თუ 100 ათასი ადამიანი იქნება. მათ არ ჰქონდათ პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ რაც მათ უნდათ ისეთი აქცია. შესაბამისად, ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან. ალბათ ამ კომპრომისის ხარისხს საზოგადოება კარგად აწონის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა, ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics