00:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 12:55:08, 520 ნახვა

საზოგადოება
კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას 1-ლი მარტიდან გახსნის მოთხოვნით მიმართავენ

კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას ბაღების 1-ლი მარტიდან გახსნის მოთხოვნით მიმართავენ.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ, კერძო ბაღის „მწვანე ალუბლის“ დირექტორმა თამარ ბაქრაძემ  და  კერძო ბაღის, „აკუნა მატატას“ ხელმძღვანელმა ქეთი აბაზაძემ ისაუბრეს.

მათი თქმით, კერძო ბაღების სექტორში ფინანსური კრიზისი.

„კერძო ბაღებთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმეა. უკვე წელიწადზე მეტი ხდება, რაც ფუნქციონირება გვაქვს შეწყვეტილი. პირველივე შეზღუდვისთანავე კერძო ბაღებს ფუნქციონირება შეუწყდათ და ფაქტობივად, ყველაზე ბოლოები ვიხსნებით. ეკონომიკურ რგოლში ყველა სუბიექტს მეტ-ნაკლებად დაწყებული აქვს ფუნქციონირება და კერძო ბაღები არიან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში. გადაწყვეტილების მიღების დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო ბაღებთან მიმართებაში ხდება კერძო ბაღების საკითხის განხილვა, რაც არასწორია. ამ მიმართულებით მინდა მივმართო უწყებათაშორის საბჭოს და ეპიდემიოლოგებს, რომ ამ სეგმენტს ერთი და იგივე ინდიკატად ნუ გააიგივებენ, რადგან ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობის პროფილი მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას. მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics