13:44 - 04 Oct, 2026
|
2021-02-19 16:49:48, 650 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა
საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)