02:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 16:08:03, 651 ნახვა

პოლიტიკა
ექსკლუზივი - „ქართულ ოცნებაში“ პრემიერობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს განიხილავენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის ორ სავარაუდო კანდიდატს თავდაცვის მინისტრ და ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს განიხილავენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის" „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსგან ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

პოლიტსაბჭოს ერთი ნაწილი, პრემიერიად ღარიბაშვილის დბარუნებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი აქცენტს მაია ცქიტიშვილზე აკეთებს.

„ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ცქიტიშვილის კანდიდატურას მხარს თბილისის მერი კახი კალაძეს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის კანცელარიაში უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან გამოსამშვიდობებლად ვახტნაგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი და მაია ცქიტიშვილი არ მივიდნენ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ 16:00 საათზე ჩანიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობის შეხვედრა. პარტიის ლიდერები შეხვედრებზე, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics