02:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 13:58:51, 475 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური გუნდი ერთიანია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ

მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დაუშვებს.

„ერთი რამ, რაც მკაფიოდ მინდა ვთქვა არის ის, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის სწორედ საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics