|
2021-02-18 13:52:12, 470 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას საქმეზე - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, თუ მის სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს. როგორც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რათა მომავალში სტაბილური სისტემა გვქონდეს. „გუშინ დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ მივიღეთ ამაზე უკვე გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტი, მივეცით პროკურატურას თანხმობა, რომ მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ განიხილა გუშინ ეს საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, თუ მის სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომ რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პოლიტიკოსებმა სცადეს შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველგან სრულდება იმ ტიპის გადაწყვეტილებებით, რაც საქართველოში იქნა მიღებული. შესაბამისად, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომ მომავალში ჩვენ გვქონდეს სტაბილური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ისეთი სამართლიანი წესები, სადაც შეთანხმება არსებობს, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გავლით და არა მისი გვერდის ავლით არის შესაძლებელი ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. სწორედ ამ სულისკვეთებით იხელმძღვანელა პარლამენტმა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)