|
2021-02-17 22:20:18, 1721 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია. პროცესი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბრალდების მხარე ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ნიკა მელიას მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო. პროცესზე ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს. ერთი მოსამართლის აცილების, ხოლო მეორე პროცესის ხვალამდე გადადების შესახებ, თუმცა მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფუი ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის სსსკ-ს 25-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად, ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა, კერძოდ, ნიკა მელიას გაუკეთდა სამაჯური. ნიკა მელიამ 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აღნიშნული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდომლობით მიმართა. სასამართლო უწყებამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ნიკა მელიამ არ გადაიხადა. პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. გუშინვე, საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)