|
2021-02-17 19:15:18, 651 ნახვა
სამართალი
პროკურორი მელიას საქმეზე - ჩემს პრაქტიკაში, უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა
"ჩემს პრაქტიკაში, უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა, დამატებითი ღონისძიების გარეშე" - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა დაცვის მხარის კითხვას. საქმის მეორე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა. მელიას ნაირი რანგის, ან ამ სახის დანაშაული პრაქტიკაში შეუძლებელია რომ ბევრი იყოს, რადგან ყოველ წელს არ ხდება ასეთი დანაშაული და ყოველ წელს ბრალდებულები არ გვყავს ასეთი მუხლით",- თქვა პროკურორმა ია დარჯანიამ. მელიას ადვოკატების თქმით, ის, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, მელიას მიერ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დარღვევაზე პროკურატურას რეაგირება არ ჰქონია, სამაჯურის მოხსნის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიების დამძიმება, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს თანხის გაზრდით მოითხოვა, ხოლო ახლა პატიმრობას ითხოვს, ბრალდების მხარის პოზიციის პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ცვლილებაზე მიუთითებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)