|
2021-02-15 18:35:15, 595 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზოს მოწყობა სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ სრულდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს, გლდანის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)