01:58 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 17:09:18, 537 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს.

საკითხს ხვალ საპროცედურო საკითხთა და შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ და შემდგომ ის, სავარაუდოდ ხვალვე, პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. უწყებამ თანხმობის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს 12 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics