02:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 16:25:43, 506 ნახვა

საზოგადოება
ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და უახლოეს მომავალში სკვერი მოეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი სრულდება.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით და პროექტიც მათი ჩართულობით დაიგეგმა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და უახლოეს პერიოდში ძალიან ლამაზი სკვერი მოეწყობა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე  გამწვანების სამუშაოები ჩატარდება და სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი განთავსდება.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის  ბიუჯეტიდან  250 000  ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics