2021-02-15 14:13:25, 525 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს მასშტაბური აქციების გამართვას აანონსებს
ოპოზიცია 25 თებერვალს ბათუმსა და თბილისში, ხოლო 31 მარტს დედაქალაქში მასშტაბური აქციების გამართვას აანონსებს.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„25 თებერვალს მსვლელობას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასი წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. ამ დღეს შევიკრიბებით რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური აღშფოთება რომ ჩვენ ამას ქვეყანაში აღარ დავუშვებთ. იქნება ასეთივე აქცია რეგიონებში და შემდეგ იქნება 31 მარტს თბილისში ცენტრალური აქცია“, - განაცხადა ბოკერიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან