|
2021-02-14 19:04:35, 807 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავა ჩემთან იყო, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა
„გიგი უგულავა ჩემთან იყო, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიგი უგულავასთან პოლიტიკაზე არ უსაბრია და ეს უბრალოდ მეგობრული საუბარი იყო. „გიგი უგულავა იყო აქ მართლა, ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე. ძალიან კარგი, თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მე მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ, პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ჩემზე ეს თავდასხმები არ იყო საერთო ინტერესებში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო. მით უმეტეს, მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



