|
2021-02-14 17:39:47, 660 ნახვა
საზოგადოება
„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა
"საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უთანხმოების და სამუშაო გეგმის ვერ შესრულების გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული. "კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. გადაწყვეტილების პროცესში თითოეული მეშახტე იყო ჩართული. მოგვიანებით, მათთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული (იანვრის თვეში მათ გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც დღიურად 48 ლარს უდრიდა). ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის - 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას გამოიწვევს“, - ნათქვამია საქნახშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)