|
2021-02-12 21:49:33, 472 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდი: ინფორმაცია პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებულია
ინფორმაცია პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებულია, - ამის შესახებ არის საუბარი წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელი საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. "წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას. ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია. აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი", - აღნიშნულია განჩინებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)