05:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 21:43:40, 630 ნახვა

საზოგადოება
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განჩინებაშია საუბარი.

"წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე  შეითავსოს  ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთანავე, განჩინებაში წერია, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია წალკის ეპარქიის მმართველად დაბრუნდება.

"წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად", - წერია განჩინებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics