|
2021-02-12 15:56:29, 539 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ნათესავებმა სასტიკად სცემეს
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მისი შვილი გაუპატიურების შემდეგ მამამთილის ძმისშვილებმა სასტიკად სცემეს. როგორც მერი რომანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც 14 წლის მოზარდმა ამბის პოლიციისთვის შეტყობინება გადაწყვიტა. „როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ მილიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს ამირან ცეცხლაძემ და ტარიელ ცეცხლაძემ. ესენი ჩემი მამამთილის ძმისშვილები არიან. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა. ძლივს გამოართვეს, ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში დაჯდებიო, ასე უთქვამთ. მამამთილს ხელი რომ არ დაურტყამს, ეს ვიცი, მაგრამ ზოგადად, ის როდესაც სვამდა, ნერვული იყო ხოლმე. ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა რომ ჩვენ ამ ბავშვმა შეგვარცხვინა და დედამისთან წავიდესო. ამ სოფელში ვერ იცხოვრებსო“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)