01:36 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 10:02:07, 777 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

როგორც მელიამ გუშინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლომ მელიაზე  ელექტრონული მონიტორინგი დააწესა.

ნიკა მელიამ 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. აღნიშნულის გამო პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაზარდა და გადახდის ვადად 50 დღე განუსაზღვრა.

გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სასამართლოს მისი პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics