|
2021-02-10 13:09:37, 544 ნახვა
სამართალი
ივერი მელაშვილი - ყველა ბრალდება აბსურდული და არარსებულია
მიგვაჩნია, რომ ყველა ბრალდება აბსურდული და არარსებულია, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც თვითონ, ასევე ნატალია ილიჩოვაც აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოა. „რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალიაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ ამ ბრალდებაში. არ ვიცი სასამართლო რას იზამს, თავისი წესი და რიგი აქვს. მიგვაჩნია, რომ ყველა ბრალდება არის აბსურდული და არარსებული“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა. ცნობისთვის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პროკურატურამ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)