06:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 12:45:07, 594 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კვლავ ამოქმედდა

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდა და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად  მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის  პარალელურად, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა.   

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics