|
2021-02-09 15:12:26, 493 ნახვა
საზოგადოება
დაცვის პოლიცია ავტოპარკის განახლებას აგრძელებს
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლების მიზნით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს 31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა. ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; 8 ერთეული „ფორდის“ მოდელის დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორის, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის, და 2 ერთეული მაღალი ტვირთამწეობის „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის. დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად. მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)