|
2021-02-09 13:14:29, 543 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები კითხვების დასმისას საკუთარ ტყუილებში ირევიან
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები კითხვების დასმისას საკუთარ პოზიციებსა და ტყუილებში ირევიან. მისი თქმით, ბრალდების მხარეს რომელიმე დაკავებულისგან სიმართლის მოსმენის მოლოდინი არ აქვს. „არც ნიკა რევაზიშვილისგან და არც დანარჩენი ბრალდებულებისგან ისევე, როგორც ვასილ მახარაძესთან, იმის მოლოდინი არ არის, რომ რომელიმე მათგანი იტყვის სიმართლეს. თუმცა, მათი ე.წ. სიმართლეც ბოლომდე ვერ მიაქვთ, როცა ისმევა კითხვები, ეს ადამიანები ირევიან თავიანთ პოზიციებში, მათ მიერ დალაგებულ ვითარებებში, მოგონილ ტყუილებში. სასამართლო ისევე, როგორც ვასილ მახარაძის შემთხვევაში, დარწმუნდება მათ სიცრუეში“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახის წევრები დაიკითხებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)