|
2021-02-09 11:38:57, 554 ნახვა
საზოგადოება
დგებუაძის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება
საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ. „ლისის ტბის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. გასულ წელს დავიწყეთ ეს პროექტი, მოვაწესრიგეთ გვარამაძისა და ერისთავის ქუჩები. ახლა კი, დგებუაძის ქუჩაზე ვასრულებთ სამუშაოებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ადგილობრივი მცხოვრებლები გრუნტის გზით გადაადგილდებოდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)