|
2021-02-04 14:45:11, 364 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს
2021 წლის 5 თებერვლიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის შვიდი სექცია ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, სრულად საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 1185 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ,,1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 2. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 5. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 6. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 7. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)