|
2021-02-03 18:36:19, 788 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება. „ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან, რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალ პერიოდშიც, ისევე როგორც აქამდე. განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც, ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც წარიმართება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის დახმარების თვალსაზრისით. „ამ კუთხით ჩვენ ერთმანეთთან აქამდეც ვთანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ნაწილში. USAID გვეხმარება სხვადასხვა განთავსების, მრჩევლებისა და კონსულტანტების მოზიდვით, ვინც საქართველოს მიმზიდველობას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ ინვესტორებს და სწორედ ამ მიმართულებითაც გავაძლიერებთ მუშაობას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)