09:03 - 28 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:52:47, 429 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში 6 217 თანამშრომელი გაიტესტა, საიდანაც დადებითობის მაჩვენებელი 0.1%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 15 ათასამდე ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც კორონავირუსი 0.6%-ს დაუდასტურდა.

მისი თქმით, 7 ათასამდე რელიგიის მსახურიდან დადებითობის მაჩვენებელი 1,3%-ია.

„ტაქსის მძღოლებში 15 000-მდეა გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 0.6%-ია. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 000 გატესტილია და დადებითობის მაჩვენებელი აქაც 0.6%-ია. რელიგიის მსახურები 7 000-მდე და დადებითობა 1.3%. მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6 217 და 0.1%, სულ სამი შემთხვევაა იდენტიფიცირებული,  სკოლის პედაგოგებში 6 200 გატესტილიდან 0.3% იქნა იდენტიფიცირებული.

ასევე 20-20%-იანი რანდომული ტესტირება, რომელიც მიმდინარეობს პედაგოგებში, პოლიციელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 23 000 ადამიანია გატესტილი და 1.1%-ია დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი მზადაა პუტინთან შესახვედრად „ტერიტორიული საკითხის“ განსახილველად
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ ირანის რეჟიმი ყველაზე სუსტ წერტილში იმყოფება
ევროკავშირმა რუსეთში სანქცირებული ავტომობილების იმპორტის მასშტაბური სქემა გამოავლინა, სადაც საქართველოცაა ჩართული
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სისტემის რუსეთთან ომისთვის მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი