|
2021-02-03 11:51:12, 544 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მსოფლიო მასშტაბით ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს თითქმის დაეწია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 104 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა და გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. „გლობალურად თითქმის უკვე დაეწია ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან უკვე 101 მილიონი ადამიანია აცრილი. აქედან არც ერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2 262 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. გარდაცვალების მაჩვენებელი 2.1 - 2.2%-ია. აქედან მთავარი გზავნილი ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა დავამარცხოთ პანდემია, ერთადერთი მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)