12:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 16:22:20, 563 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - თებერვალში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან 15 000-მდე მედიკოსი აიცრება

თებერვლის თვეში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან დაახლოებით 15 000 მედიკოსის აცრა იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ეს რაოდენობა სამედიცინო პერსონალს არ ეყოფა და შემდგომ უკვე, როდესაც მარტის შუა რიცხვებში შემოვა  AstraZenec-ს ვაქცინა დანარჩენი მედიკოსებიც აიცრებიან.

„როგორც ცნობილია საქართველოში თებერვლის თვეში დაახლოებით 30 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, შესაბამისად ეს დოზა პირველ რიგში მედიკოსებზე განაწილდება და აიცრება დაახლოებით 14-15 000 მედპერსონალი. ამასთანავე თუ ეს 15 ათასი დოზა, რადგან ორჯერ უნდა გაკეთდეს, არ ეყო სამედიცინო პერსონალს და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ ეყოფა, შემდეგ უკვე AstraZenec-ს ვაქცინა შემოდის, დაახლოებით, 15 მარტამდე, ასე ვფიქრობთ და შემდგომ გაგრძელდება, იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics