12:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 13:19:11, 586 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის I კვარტალში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა; ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი დაირგო, ასევე, მოეწყო ბალახის საფარი.

ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ზღვისუბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, ბავშვები და მოზარდები სკვერში მთელი დღის განმავლობაში თამაშობენ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ძველი ატრაქციონები იყო. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. სკვერი ზღვისუბნის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, შესაბამისად, ამ დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics