00:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 12:30:53, 649 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილი იმ ბოდვაშია ჩარჩენილი, როდესაც შევარდნაძის ჩაი დალია

სააკაშვილი იმ ბოდვაშია ჩარჩენილი, როდესაც შევარდნაძის ჩაი დალია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ გარკვეული პროცენტი პარლამენტში შესასვლელად აიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის.

„რასაკვირველია, სააკაშვილი იმ ბოდვაშია ჩარჩენილი, როცა შევარდნაძის ჩაი დალია. არავითარი არჩევნები ამათ არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ, რომ როგორმე სააკაშვილმა ჩაი დალიოს, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას. თუკი რაღაც გარკვეული პროცენტი აიღეს პარლამენტში შემოსასვლელად აიღეს და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისათვის. ეს ვერ გაიგეს. ისევ იქ არიან ჩარჩენილები და ისევ იმ ბოდვას მიყვებიან, რომელიც რატომღაც 2003 წელში გაუვიდათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics