19:08 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 12:42:03, 623 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ოპოზიციის უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ოპოზიციის უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

აღნიშნულ პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც მიეცემათ. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, უფრაქციო დეპუტატებს ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები იქნება დროებითი და იფუნქციონირებს მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობისას, გამონაკლისის სახით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics