17:08 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 13:24:27, 820 ნახვა

კომენტარი
კახა კახიშვილი - მესმის, რომ რთული პერიოდია, მაგრამ თუ არ ვხსნით, რა დახმარებას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს?

მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, რომ გახსნა შეიძლება იყოს უფრო მეტ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვხსნით ალტერნატივას რას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ სესხები და მიუხედავად იმისა, რომ მათი ობიექტები აღარ აგრძლებენ მუშაობას, მათ კვლავ უწევთ საშემოსავლო გადასახადის, კომუნალურებისა და საბანკო სესხების ხდა.

„ერთის მხრივ მე ვხედავ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთბს მოსახლეობის დასახმარებლად, ქალაქ თბილისის მერია დახმარებას უჩენს მოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს არის დაკავეშირებული მცირე ბიზნესთან. ვიცი, რომ მთავრობის ადმინისტრაციში შედგა შეხვედრები, მაგრამ საკითხები არის ძალიან ცუდად. კერძოდ, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო ქონება ჩადეს ბანკებში, აიღეს სესხები და ამ სესხებით უზრუნველყოფდნენ ბიზნესის მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული თანხებით იკვებებოდნენ და ოჯახებს არჩენდნენ, მაგრამ ახლა, ამ დროს, ფაქტობრივად მივიღეთ ის, რომ დაკეტილია მათი ბიზნესი, სესხი სესხად არის და ამავდროულად, ურთულეს პირობებში არიან, არ არიან განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადებისგან, კომუნალური გადასახადებისგან და საბანკო სესხებზე.

რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, იმისთვის რომ გადარჩნენ. მესმის, რომ რთლი პერიოდია, მაგრამ ამავდროულად თუ არ ვხსნით, რას ვთავაზობთ ალტერნატივად და რა დახმარებას გავუწევთ მათ? ეს არ არის ერთ თვიანი ან ორ თვიანი ციკლი, რომ ადამიანმა აიტანოს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics