|
2021-01-27 11:51:27, 738 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ მიდგომას არავის არასდროს „გავუტარებთ“
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორუფციაში ჩართულობა მიუღებელია და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომაც ეცდება, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება პასუხი.კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიდგომას არავის არასდროს არ „გავუტარებთ“ „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ გასულ წელსაც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე დაგევალათ კორუფციასთან დაკავშირებით. გადაცდომებთან მიმართებით თქვენ ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა იცით. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ. მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვინმეს რაიმე გადაცდომა არ ჰქონდეს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ეხება, უდანაშაულობის პრეზუფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან, რადგან რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიდგომას არავის არასდროს არ „გავუტარებთ“. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვსთხოვთ პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ურალში პუტინისთვის ბირთვული ომის შემთხვევაში „განკითხვის დღის ბუნკერი“ აშენდა
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)