10:43 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 20:13:41, 6772 ნახვა

კულტურა
დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“ როტერდამის კინოფესტივალზე აჩვენებენ

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს "დასაწყისი".

ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს. "დასაწყისის" ჩვენება შედგება 4 თებერვალს და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე.

"დასაწყისი" დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა "დასაწყისი" მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტიავლის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

"დასაწყისი"-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ნიჟარა", საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).

"დასაწყისი" გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინ ღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics