12:47 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 15:49:46, 800 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას, - ამის შესახებ  ფრქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. პიარული ტრუკების კეთება განიზრახა.

„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას  იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი. ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა,  ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო  თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი  და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით  იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების  და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში“,  - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ  რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი  და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ,  გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა" იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა.

„მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics