17:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 13:34:51, 520 ნახვა

საზოგადოება
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დასწრების ფორმით განახლდება, მასწავლებლების რეგულარული ტესტირება მოხდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დასწრების ფორმით განახლდება, მასწავლებლების რეგულარული ტესტირება მოხდება.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.

„იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული და ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება პირველ მარტამდე. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics