02:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 17:36:55, 472 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსული მხარე პირველ კომენტარს აკეთებს

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, 2008 წლის ომის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

ადგილობრივი სააგენტო TASS-ის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებზე, რასაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უარყოფს და აცხადებს, რომ „მათში რუსი სამხედროები უშუალო მონაწილეობა დადგენილი არ არის“.

„რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის მონაწილეობის გარემოებების ამგვარი შეფასება ევროსასამართლოს მიერ ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციის გამოყენების შედეგია, რომლის შინაარისც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ ნორმებს“, - აღნიშნავს რუსეთის ფედერაციაში.

ამასთანავე, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კონპენსაციის შესახებ და ევროპის სასამართლომ აღნიშნული საკითხი შემდგომი განხილვებისთვის მოიტოვა.

„ქართული მხარე ამ საქმეში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საომარი მოქმედებების დროსაც, რაც ფაქტობრივად ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპელი მოსამართლეები იმაში, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება არ ექვემდებარება მათ იურისდიქციას. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია არც ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამოქალაქო უფლებების დარღვევის შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს“, - განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics