15:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 14:31:14, 386 ნახვა

საზოგადოება
პანდემიის პირობებში საქართველოს ფოსტის მხარდაჭერა საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტამ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენის ვახტანგ მე-6 სახელობის ქართული საკვირაო სკოლისთვის წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო სრულიად უსასყიდლოდ.

ასევე, პანდემიის პირობებში, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტა შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით.

საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხის მგებლობის მქონე კომპანიამ, უზრუნველყო საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს საქართველოს ფოსტის მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics