03:15 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 16:22:30, 437 ნახვა

ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღებთ

შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შეზღუდვები შემსუბუქდება, თუმცა რა დოზით, ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

მანვე დასძინა, რომ ქვეყანაში ერთი თვეა ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

„საბედნიეროდ, ქვეყანაში ერთი თვეა თითქმის ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, იცით, რომ აღარ გვაქვს 5-6 ათასი შემთხვევა და ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ, ამიტომ დაველოდოთ იანვრის ბოლო დღეებს და შემდგომ, ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.

რაღაც შემსუბუქებები აუცილებელია და იქნება, მაგრამ რა დოზით და მასშტაბით, უნდა დაველდოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics