|
2021-01-13 00:06:58, 866 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი კორონავირუსით დაავადებულთა მატებაზე - ქართველები დაუდევრები ვართ
ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას" -– ამის შესახებ პანდემიის მატების შეფასებისას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. „ვისარგებლებ შემთხვევით და ექიმებს მადლობას გადავუხდი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს. პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც. თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე. აქაც მინდა, რომ პირველი ვარიანტი გაჩვენოთ – როდესაც ხელისუფლებით იმართებოდა პროცესი, ვიყავით საუკეთესოები და ახლა ნახეთ, როდესაც ასი ათასზე დაავადებულების რაოდენობით ევროპაშიც პირველ ადგილზე გავედით და რაღაც ეტაპზე მსოფლიოშიც. ყველაზე წარმატებული ევროპის ქვეყნები აიღეთ, რაც საჭიროებს ამ დროს პაციენტების მიხედვას სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში. პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)