2021-01-11 14:59:19, 353 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
![]() საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული დოკუმენტი 44 მუხლს შეეხება. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამასთან, ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის. ე.წ. ამნისტიის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც: 1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – დაზარალებულის თანხმობა; 2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა. 3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-23 16:17:21 დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა 2021-01-23 13:42:51 აშშ-ში კორონავირუსის 186 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 655 პაციენტი 2021-01-23 11:18:44 სომხეთში კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-23 11:09:27 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 694 მძიმე პაციენტი მკურნალობს 2021-01-23 11:02:20 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 116 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
|