13:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 12:54:36, 764 ნახვა

კომენტარი
სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - ჩასაძირად განწირული გემიდან, პირველი კაპიტანი გარბის

ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს.

მისი თქმით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე თავმჯდომარის წასვლა გაქცევას ჰგავს.

„რეალურად, ეს განცხადება ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისის და დასავლეთიდან გაზრდილი კრიტიკის ფონზე, რომელიც მოდის „ქართულ ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა გაქცევას ჰგავს. ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, რასაც პირველად ვხედავთ ჩვენ. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქვეყანაზე ზრუნვა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics