20:28 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 18:10:32, 882 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - „ევროპული საქართველო“ ფანჩატურის საძმოს ვერ გაემიჯნა

„ევროპული საქართველო“ ფანჩატურის საძმოს ვერ გაემიჯნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპელმა სოციალისტებმა“ სწორი ნაბიჯი გადადგეს, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ვერ შეიძინა „ევროპულმა საქართველომ“ დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში.

ახლადშექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, „ევროპულის“ მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ, რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე, ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი“, - განაცხდა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ  „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების“ წევრების პარლამენტში შესვლით საკანონდებლო ორგანო კიდევ უფრო ერთპარტიულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics