00:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 09:16:38, 613 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე დღეს, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის, დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ დეპუტატს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. გამომდინარე იქიდან, რომ პარტიას საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, აღნიშნული დეპუტატების ადგილმონაცვლეები პარლამენტში გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics