00:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 09:24:19, 701 ნახვა

საზოგადოება
გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მოხდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დროული მობილიზება და დაიწყო ქრობის სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა მოახერხეს გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გამოტანა და ხანძრისგან გადარჩენა. არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე  მუხლის  მეორე ნაწილით დაიწყო“,- ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics