05:35 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 18:05:35, 764 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კერძო ტრანსპორტს ე.წ ბასლეინებში მოძრაობის უფლება ექნება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კერძო ტრანსპორტს ე.წ ბასლეინებში მოძრაობის უფლება ექნება.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ კერძო მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.

თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა,  კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. 

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება.

ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებული, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლეინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.

აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics