|
2015-09-30 11:09:35, 902 ნახვა
ეკონომიკა
სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" პროექტი-"შეიძინე ქართული" კახეთში რთველით დაიწყო
სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" პროექტი-"შეიძინე ქართული" კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, რთველით დაიწყო. "სმარტის" თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად, ყურძენი დაკრიფეს, რომელიც შემდგომ სუპერმარკეტების ქსელში შეძენის ფასად, კომერციული მოგების გარეშე გაიყიდება. "შეიძინე ქართული" გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. გლეხისა და მცირე მეწარმისთვის საკუთარი პროდუქტების "სმარტის" დახლებზე წარმოჩენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა, უზრუნველყონ "ხარისხი დეტალებში", რასაც "სმარტი" მომხმარებელს სთავაზობს. "ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა "სმარტის" სტრატეგიულოი მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის "შეიძინე ქართული" ფარგლებში, ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა, თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და "სმარტში" არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს, "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ, "შეიძინოს ქართული",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის " პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. "სმარტის" მარკეტინიგის დეპარტამენტის დირექტორის, ნატალია დარჩიაშვილის, განმარტებით, აქცია "შეიძინე ქართული" გლეხებს მათი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. "სმარტი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზებას და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელშეწყობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთში, ყვარლის რაიონში, ჩამოვედით ყურძნის მოსაკრეფად. ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამშრომლები, რათა დავეხმაროთ მათ მოსავლის აღებაში და ამ წამოსვლით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ახალ კამპანიას. ეს არის "შეიძინე ქართული", რომელიც გულისხმობს ჩვენს მაქსიმალურ ჩართულობას სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში.სეზონურად, ჩვენ ჩავალთ ხოლმე სხვადასხვა მეურნეობებში, სხვადასხვა ბაღებში, დავკრეფთ ხოლმე როგორც ყურძენს, ასევე ვაშლს. სეზონურობიდან გამომდინარე ფორთოხალს, მანდარინს და მივაწვდით ჩვენს მომხმარებელს ჩაბარების ფასად. ამ აქციით ორმაგ ხეირს ნახავს მომხმარებელი და თავის მხრივ გლეხი, მცირე მეწარმე. მათგან ჩვენ შევიძენთ ქართულ პროდუქციას და ხელს შევუწყობთ მათ პროდუქციის რეალიზაციაში. მეორეს მხრივ, მომხმარებელს შევთავაზებთ ქართულ ხარისხიან პროდუქტს საუკეთესო ფასად",-აღნიშნა ნატალია დარჩიაშვილმა. მევენახე დავით რაჯებაშვილმა კომპანია "ვისოლ ჯგუფს" და კონკრეტულად, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტს" თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა: "ვისოლ ჯგუფი", კონკრეტულად "სმარტი" ერთი მხრივ, დამეხმარა ყურძნის კრეფაში და მეორე მხრივ დამეხმარა იმაში, რომ ჩემს ყურძენს იბარებენ ბაზრის ფასზე მეტად. ამიტომ, კმაყოფილი ვარ და მათ თანადგომისთვის მადლობას ვუხდი",-განუცხადა ჟურნალისტებს დავით რაჯებაშვილმა. "ვისოლ ჯგუფმა" სუპერმარკეტების ქსელის "სმარტის" განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
(R)
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)